მეშახტეების პროტესტი

11 თებერვალი 2021, 15:25 1120 ნახვა

მეშახტეების პროტესტი ტყიბულში. ისინი ხელფასის მომატებას ითხოვდნენ, თუმცა კომპანია „საქნახშირში“ ამაზე უარს ამბობს.  სწორედ ამის შემდეგ გაიფიცნენ  მეშახტეები, ისინი  ძიძიგურის სახელობის შახტში იმყოფებიან . მეშახტეების ნაწილი კი ძიძიგურის სახელობის შახტის ადმინისტრაციის შენობასთან  იმყოფება  და პროტესტში მონაწილეებს სოლიდარობას უცხადებენ. „საქნახშირში“ აცხადებენ, რომ  მეშახტეების პროტესტი იანვრის თვის შედეგების შეჯამებამ გამოიწვია, რამაც აჩვენა, რომ სხვა უბნებთან შედარებით, მეოთხე უბანს გეგმის შესრულების ნაკლები მაჩვენებელი ჰქონდა. ამის გამო, ამ უბანზე მომუშავე მეშახტეებმა ნაკლები თანხა გამოიმუშავეს.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი