„მე მიყვარს“ ბათუმის წევრებმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან და ქალაქის მერთან შეხვედრა სცადეს, თუმცა უშედეგოდ. თორნიკე რიჟვაძე იმ დროისთვის სწორედ მერიაში იმყოფებოდა, შეხვედრის შემდეგ, კი აქტივისტებმა ბულვარში ამბასადორის მშენებლობასთან დაკავშირებით კითხვები მას დაუსვეს.თორნიკე რიჟვაძემ აქტივისტებს უთხრა, რომ შენება კარგია. „მე მიყვარს ბათუმის“ წევრები აცხადებენ, რომ მათ, ვინც ამბასადორის მშენებლობას უჭერს მხარს, დისკომფორტს ყველგან შეუქმნიან.