პრინცმა ჩარლზმა და მისმა მეუღლემ ვაქცინის პირველი დოზა მიიღეს

10 თებერვალი 2021, 17:59 777 ნახვა

დიდი ბრიტანეთის პრინცმა  ჩარლზმა და მისმა მეუღლემ კამილამ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზა მიიღეს.  

უცნობია, თუ რომელი ვაქცინა გაიკეთეს სამეფო ოჯახის წევრებმა  და სად აცრეს ისინი.  72 წლის უელსის პრინცი და 73 წლის კორნუოლის ჰერცოგინია ვაქცინაციის რიგში ასაკის მიხედვით მეოთხე პრიორიტეტულ ჯგუფს განეკუთვნებიან.

გასულ თვეში კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატით დედოფალი ელიზაბეტ მეორე და მისი მეუღლე ედინბურგის ჰერცოგი ფილიპი აცრეს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი