აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი თავის გარემოცვას არასდროს უმხელდა ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრის შინაარსის დეტალებს და მას საიდუმლოდ ტოვებდა, თუმცა სახელმწიფოს ახალ მეთაურს ჯო ბაიდენს ტრამპი-პუტინის სატელეფონო საუბრების შინაარსის გაგება შეუძლია. ამის შესახებ ამერიკული მედია წერს.
ტრამპი-პუტინის ათამდე სატელეფონო საუბრის დეტალები დღემდე საიდუმლოდ რჩება. ბაიდენის თანაშემწეები აცხადებენ, რომ აუცილებელია ამ საუბრების შინაარსის ცოდნა, რათა დადგინდეს უმხელდა თუ არა რესპუბლიკელი პრეზიდენტი საიდუმლო ინფორმაციას რუსეთის ლიდერს და დებდა თუ არა კონფიდენციურ შეთანხმებას მასთან, რომელიც ახლა ბაიდენის ადმინისტრაციას თავსატეხს გაუჩენს.
ტრამპი მკაცრად ასაიდუმლოებდა უცხოელ ლიდერებთან პირადი საუბრის დეტალებს და ყველაფერს აკეთებდა, რომ არ დაეშვა საუბრის დეტალების გახმაურება.