ამნისტიის შედეგად საპატიმროები უკვე 189-მა პატიმარმა დატოვა

10 თებერვალი 2021, 10:50 590 ნახვა

პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, ამნისტიის შედეგად უკვე 189 პატიმარი გათავისუფლდა საპატიმროებიდან.

"ამნისტიის შესახებ" კანონი პარლამენტმა 2021 წლის 11 იანვარს მიიღო და 9 თებერვლის მდგომარეობით პენიტენციური დაწესებულებები უკვე დატოვა 170-მა მსჯავრდებულმა და 19-მა ბრალდებულმა პირმა.

უწყების ცნობით,  170 მსჯავრდებულიდან 83 პირი სასამართლო განჩინებით დაუყოვნებლივ გათავისუფლდა საპატიმროდან;

53-მა მსჯავრდებულმა დანიშნული სასჯელის განახევრების შედეგად დატოვა საპატიმრო;

33 მსჯავრდებული სასჯელის ერთი მეოთხედით შემცირების შედეგად გათავისუფლდა;

ერთ მსჯავრდებულს პატიმრობა შინაპატიმრობით შეეცვალა;

პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, 10 გათავისუფლებული ქალი მსჯავრდებულია,  2-მა ქალმა მსჯავრდებულმა საპატიმრო დანიშნული სასჯელის ერთი მეოთხედის შემცირების შედეგად დატოვა, 4 მსჯავრდებულ ქალს პატიმრობა შინაპატიმრობით შეეცვალა.

''სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან სასამართლოებში სულ 4055 პატიმრის საქმე არის გაგზავნილი მსჯავრდებულთა ამნისტიით გათავისუფლების პროცესი გრძელდება, ვინაიდან თითოეული პატიმრის გათავისუფლების საკითხს სასამართლო იხილავს და ისინი სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ტოვებენ საპატიმროებს'' - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში