თურქეთის პრეზიდენტის მთავარმა ოპონენტმა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე მუჰარემ ინჯემ მთავარი ოპოზიციური სახალხო-რესპუბლიკური პარტიიდან გამოსვლის შესახებ განაცხადა.
2018 წლის ივნისში საპრეზიდენტო არჩევნებში ერდოღანმა ამომრჩეველთა ხმების 52, 59 პროცენტით გაიმარჯვა. მისმა მთავარმა ოპონენტმა ხმების 30,64 პროცენტი დააგროვა.
ინჯე აკრიტიკებს ერდოღანს და მას წინასაარჩევნო დაპირებების შეუსრულებლობაში ადანაშაულებს.
ერდოღანი ყველაფერში გარე ძალებს, ოპოზიციას და დასავლეთის ქვეყნებს ადანაშაულებს. იგი უნდა გადადგეს - აცხადებს თურქი პოლიტიკოსი.