კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებზე განხორციელებულ თავდასხმებს ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი გამოეხმაურა. “კრემლი კვლავაც დასცინის დიპლომატიას, არღვევს საერთაშორისო სამართალს და განურჩევლად კლავს ადამიანებს. ევროპა დგას და მომავალშიც მტკიცედ დაუდგება უკრაინას გვერდით. მკვლელობები უნდა დასრულდეს“, – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი. თავდასხმებს გამოეხმაურა ემანუელ მაკრონიც. „უკრაინასთან და ჩვენს პარტნიორებთან ერთად ჩვენ ვდგავართ მშვიდობის მხარეს. რუსეთი კი სულ უფრო ღრმად იკეტება ომისა და ტერორის ლოგიკაში. უკრაინის გვერდით ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ დამკვიდრდეს სამართლიანი და მდგრადი მშვიდობა“, -დაწერა საფრანგეთის პრეზიდენტმა.