საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა პარლამენტში დარეგისტრირდა

08 თებერვალი 2021, 18:07 1150 ნახვა

პარლამენტის ბიურომ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ საკითხი მომავალი კვირის პლენარული სხდომის დღის წესრიგში შეიტანა.

დღეს არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციის წარმომადგენლებს მოუწოდა პასუხისმგებლობა აიღონ, კომისიის საქმიანობაში ჩაერთონ და 31 ოქტომბრის არჩევნების მიმართ საკუთარი ბრალდებები ფაქტებით დაადასტურონ.

წინააღმდეგ შემთხვევაში კი, როგორც თალაკვაძემ განაცხადა, როგორც კი საგამოძიებო კომისიის საქმიანობა დასრულდება, მმართველი გუნდი ჩათვლის, რომ ბრალდებები არჩევნების მიმართ აღარ არსებობს.

ოპოზიციის ნაწილი კი საგამოძიებო კომისიას სრულ ფარსს უწოდებს და მასში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი