სინოდის სხდომა 11 თებერვალს გაიმართება

08 თებერვალი 2021, 11:42 933 ნახვა

11 თებერვალს სინოდის სხდომა გაიმართება. ჯერ ჯერობით უცნობია რა საკითხებს განიხილავენ სინოდის წევრები,   თუმცა სხდომამდე 2 დღით ადრე რელიგიის ექსპერტთა ასოციაციამ განცხადება გაავრცელა. მასში აღნიშნულია, რომ სხდომაზე რუსეთის ეკლესიის მესვეურთა დავალებითა და რუსოფილურად განწყობილ ქართველ ეპისკოპოსთა გარკვეული ჯგუფის შეთქმულებით ძირეული საეკლესიო ძვრების განხორციელება იგეგმება, კერძოდ - ახალი წესრიგისა და მმართველობის დამკვიდრება, რომელიც გულისხმობს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ტახტიდან გადაყენებას. ასოციაცია განცხადებით მოუწოდებს   მიტროპოლიტ შიოს - ნებაყოფლობით დატოვოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის თანამდებობა და თავიდან აარიდოს ეკლესიას მოსალოდნელი საფრთხეები და ინტრიგები. გავრცელებულ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ფანტაზიას უწოდებს. იგი რელიგიის ექსპერტთა ასოციაციის განცხადებას „ფეისბუქში“ ეხმაურება.  „ჟურნალიტებთან მექნება დიდი თხოვნა, შეკითხვებით ნუ მომმართავთ იმ ფანტაზიებთან დაკავშირებით, რაც აქ დაუწერიათ”,-წერს ჯაღმაიძე.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი