პანდემიის პირობებში შემოღებული შეზღუდვების ნაწილი 1 თებერვალს მოიხსნა, თუმცა როგორც იცით შაბათ-კვირას ეს შეზღუდვები ისევ ძალაში შედის მოქალაქეები აცხადებენ, რომ საოჯახო საჭიროებების დაკმაყოფილება მათთვის უქმე დღეებში უფრო ადვილია და ამიტომ შაბათ-კვირის შეზღუდვები მათ პრობლემებს უქმნის.
რაც შეეხება კაფეებსა და რესტორნებს აქ ამბობენ, რომ მათთან ხალხმრავლობა სწორედ უქმე დღეებშია და ასეთ პირობებში მათი შემოსავალი საგრძნობლად მცირდება.