''ჯორჯიან მანგანეზი“ ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის შენობაში საქმიანობას წყვეტს

06 თებერვალი 2021, 12:18 1155 ნახვა

ჯორჯიან მანგანეზი“ ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის შენობაში საქმიანობას წყვეტს. კომპანიის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, შენობას საზოგადოებრივ-საგანმანათლებლო ცენტრის დატვირთვა ექნება და, ძირითადად, ორიენტირებული იქნება ადგილობრივი ახალგაზრდების მხარდაჭერაზე.

ცენტრი ყველა პირს ან ორგანიზაციას, მათ შორის, არასამთავრობო სექტორს შესაძლებლობას მისცემს, განახორციელოს საგანმანათლებლო, კულტურული, შემეცნებითი, ტურისტული მიმართულების, ასევე, ახალი ბიზნესპროექტები.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში