გოდერძის უღელტეხილზე გვიან ღამით დიდთოვლობის გამო მოქალაქეებს სამაშველო ბრიგადების დახმარება დასჭირდათ. როგორც მგზავრები სოციალურ ქსელში წერდნენ ბათუმ- ახალციხის ცენტრალურ მაგისტრალზე გადაადგილება უხვი ნალექის გამო ვერ მოახერხეს.
მგზავრებს ხულოს სამაშველო სამსახური საბუქსირე საშუალებით რამდენიმე საათის განმავლობაში ეხმარებოდნენ. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ხულოს მერის განცხადებით ბათუმი-გოდერძის გზა თავისუფალია, გოდერძის უღელტეხილიდან ახალციხეში გადასასვლელი გზა დაკეტილია.