უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის ოჯახს სუს-ის წარმომადგენლები შეხვდნენ. გახელაძის მეუღლე აცხადებს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლისგან ოჯახმა მიიღო პირობა, რომ ყველაფერი მალე დასრულდება და ამისთვის ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს. მისივე თქმით, სუს-ის წარმომადგენელს ოჯახთან არ უსაუბრია როგორია სახელმწიფოს სამოქმედო გეგმა.