200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მიზნით ფინანსთა სამინისტროს 4 ათას 800 მოქალაქემ მიმართა. განაცხადების წარდგენა გრძელდება. დამსაქმებლებს ამ თვის განაცხადის წარდგენა 22 თებერვლის ჩათვლით შეუძლიათ. შეგახსენებთ, რომ დამსაქმებლებმა, ყოველი თვის 20 რიცხვის ჩათვლით, 6 თვის განმავლობაში, უნდა წარადგინონ თანამშრომლების სია, რომლებიც დაქირავებით საქმიანობას ეწეოდნენ გასული წლის იანვრიდან - ნოემბრამდე, ან თუ 2020 წლის დეკემბრიდან 2021 წლის თებერვლის ჩათვლით პერიოდში ერთ ან მეტ თვეს არ აუღიათ ხელფასი.