ოკუპირებული ცხინვალის სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლით და 6 თვით პატიმრობა შეუფარდა

05 თებერვალი 2021, 13:12 1190 ნახვა

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ უზენაესმა სასამართლომ, საქართველოს მოქალაქე ზაზა გახელაძეს 12 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. ინფორმაცია გამოცემა "ეხო - კავკაზამ" რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა.

ზაზა გახელაძე დამნაშედ ცნეს რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 317 მუხლით, რაც სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის სიცოცხლის ხელყოფას ითვალისწინებს, ასევე 322 მუხლით, რაც საზღვრის უკანონო გადაკვეთას გულისხმობს. 

33 წლის ზაზა გახელაძე საოკუპაციო ძალებმა 11 ივლისს დააკავეს, მას არარსებული საზღვრის უკანონო კვეთას და მესაზღვრეებისათვის ცეცხლის გახსნას ედავებიან.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი