ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მძიმე უფლებრივი და ჰუმანიტარული მდგომარეობის შესახებ ისაუბრა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე. დისტანციურ შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდა ე.წ. ბორდერიზაციის პროცესზე, ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონების ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართულ ნაბიჯებზე, უკანონო დაკავებებზე, ადამიანების ფუნდამენტური უფლებების უხეშ დარღვევებსა და შექმნილ ჰუმანიტარულ კრიზისზე, რომელიც პანდემიის ფონზე კიდევ უფრო დამძიმდა.