ხვალ და ზეგ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ქალაქში არ იმოძრავებს. შაბათ-კვირას დაწესებული შეზღუდვა ამ ნაწილში საკოორდინაციო საბჭომ არ გააუქმა. ძალაში რჩება ასევე 21 საათიდან დილის 5 საათამდე გადაადგილების შეზღუდვა. არ აღდგა საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა. გუშინდელი გადაწყვეტილებით, რაც ეპიდ ვიათრების შეფასების საფუძველზე მიიღეს, ორშაბათიდან ქვეყნის მასშტაბით განახლდება საზოგადოებრივი ტრასნპორტის მოძრაობა.