ბათუმში, 26 მაისისა და მემედ აბაშიძის ქუჩების კვეთაში წყლის ცენტრალური მილი დაზიანდა. მილის დაზიანების გამო ქუჩა ნაწილობრივ დაიტბორა.
წყლის მიწოდების აღდგენაზე მუშაობა მიმდინარეობს.
"ბათუმის წყლის" ინფორმაციით, ავარიული დაზიანების გამო, ღამის 02:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდა: 26 მაისის ქუჩა - რუსთაველის ქუჩიდან გორგილაძის ქუჩამდე; მელიქიშვილის ქუჩა - რუსთაველის ქუჩიდან გორგილაძის ქუჩამდე; ვაჟა ფშაველას ქუჩა - რუსთაველის ქუჩიდან გორგილაძის ქუჩამდე; ლუკა ასათიანის ქუჩა - რუსთაველის ქუჩიდან გორგილაძის ქუჩამდე; რუსთაველის ქუჩა - მელიქიშვილის ქუჩიდან ლუკა ასათიანის ქუჩამდე; კლდიაშვილის ქუჩა - მელიქიშვილის ქუჩიდან ვაჟა ფშაველას ქუჩამდე; მემედ აბაშიძის ქუჩა - მელიქიშვილიდან ლუკა ასათიანის ქუჩამდე; ზურაბ გორგილაძის ქუჩა - მელიქიშვილიდან ვაჟა-ფშაველას ქუჩამდე.
კომპანიაში აცხადებენ, რომ წყალმომარაგების მიწოდების აღდგენის შემდეგ, შესაძლოა, წყალი იყოს მცირედით ამღვრეული, რაც გამოწვეულია მილზე არსებული ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო მინერალების ჩამორეცხვით.