საქართველოს ნაკრები ამხანაგურ შეხვედრაში რუმინეთს დაუპირისპირდება

03 თებერვალი 2021, 20:33 1513 ნახვა

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 2021 წლის 2 ივნისს საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. საქართველოსა და რუმინეთის ფეხბურთის ფედერაციებს შორის მოლაპარაკებების შედეგად გადაწყდა, რომ ქვეყნის საფეხბურთო ნაკრებებს შორის ამხანაგური თამაში შედგება.

მატჩი რუმინეთში ჩატარდება, შეხვედრის მასპინძელი სტადიონი და თამაშის დაწყების დრო მოგვიანებით გახდება ცნობილი.

რუმინეთთან მატჩამდე საქართველოს ნაკრები მარტში 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის სამ შეხვედრას გამართავს.

  • 25 მარტი შვედეთი - საქართველო
  • 28 მარტი საქართველო - ესპანეთი
  • 31 მარტი საბერძნეთი - საქართველო

‘’ჯვაროსნებისთვის’’ რუმინეთი ისტორიულად ყველზე უხერხული მეტოქეა. საქართველოს ნაკრებს ჯამში 7 შეხვედრაში 1 ფრე და 6 წაგება აქვს.

მოახლოებული შეხვედრების მიუხედავად ისევ უცნობია, თუ ვინ იქნება საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი უახლოეს მატჩებში.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში