შსს-მ პერსონალური ინფორმაციის გავრცელებისთვის 3 პირი დაითხოვა

30 იანვარი 2021, 18:05 983 ნახვა

პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვების და გასაჯაროების გამო შინაგან საქმეთა სამინისტრომ  3 თანამშრომელი დაითხოვა. უწყების განცხადებით, მათ მოპოვებული ინფორმაცია ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელს გადასცეს, მოგვიანებით კი, ის ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერით გავრცელდა.

გათავისუფლებულია ზუგდიდის სამმართველოს 2 უბნის ინსპექტორი და ფოთის განყოფილების პატრულ ინსპექტორი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი