"ნიკორას" თანამშრომლის დაჭრის ფაქტზე შსს-მ ერთი ადამიანი დააკავა. განზრახ მკვლელობის მცდელობა ბრალად 22 წლის კაცს ედება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, "გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა 2 დღის წინ დიღმის მასივში მდებარე სუპერმარკეტ "ნიკორასთან", ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ამავე მაღაზიის თანამშრომელს ცივი იარაღით გულმკერდის არეში ჭრილობები მიაყენა. დაჭრილი გადაყვანილია საავადმყოფოში, სადაც ოპერაცია ჩაუტარდა. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.