ოპოზიციისთვის მანდატების შეჩერების საკითხი

27 იანვარი 2021, 15:03 1465 ნახვა

,,ძალიან მალე მოვა ის დრო, როდესაც ოპოზიციური ჯგუფები ფრაქციებსაც შექმნიან  პარლამენტში“, ეს მოლოდინი აქვს  არჩილ თალაკვაძეს, ისევე როგორც სხვა დეპუტატებს უმრავლესობაში, რომლებიც ფიქრობენ,  რომ ოპოზიცია პარლამენტში უნდა იყოს.ამის პარალელურად კი დღეს განიხილეს ლევან ხაბეიშვილისა და შალვა ნათელაშვილის განცხადებები, რომლებიც მანდატების შეწყვეტას ეხება. დღეს მხოლოდ ამ ორი დეპუტატის განცხადებას განიხილავენ, ხვალ კი დანარჩენი 49 პარლამენტარისთვის  მანდატების გაუქმებაზე იმსჯელებენ. ოპოზიციური სპექტრის  ნაწილი კრიზისიდან გამოსვლის ხერხს ისევ მოლაპარაკებაში ხედავს, მეორე ნაწილი კი რევოლუციაზე საუბრობს. იქნება მოლაპარაკებები, თუ პროცესი  გადაინაცვლებს   ქუჩაში? ამას მომავალი აჩვენებს. მანამდე კი ირკვევა, რომ კოლეგების პარლამენტს გარეთ  დატოვების მომხრე მხოლოდ რამდენიმე დეპუტატია ქართულ ოცნებაში.

ნატალი ჯახუტაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი