ოპოზიციისთვის მანდატების შეჩერების საკითხი

27 იანვარი 2021, 11:43 1045 ნახვა

მიმართვიდან ორ თვეში პარლამენტი ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მანდატების შეჩერების საკითხზე მსჯელობას დღეიდან იწყებს.  საპროცედურო საკითხთა კომიტეტი პროცესს  ლევან ხაბეიშვილისა და შალვა ნათელაშვილის განცხადებების განხილვით იწყებს.  სულ 51 დეპუტატი ამბობს მანდატზე უარს, დანარჩენი 49 პარლამენტარის საკითხს კი ხვალ განიხილავენ.  საბოლოო გადაწვეტილება კი საკანონმდებლო ორგანომ 2  თებერვალს უნდა მიიღოს. იმის მიუხედავად, რომ ოპოზიცია რამდენიმე თვეა ითხოვს საკითხის განხილვას,ისინი საუბრობენ პროცესის გაჭიანურებაზეც, მმართველ გუნდში ჯერ ერთიანი პოზიცია კოლეგებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით მაინც არ აქვთ.

ნატალი ჯახუტაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი