აზერბაიჯანის დედაქალაქში ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა, რის შედეგად ექვსი ადამიანი დაშავდა. ერთის მდგომარეობა მძიმეა.
მაშველებმა ნანგრევებიდან მცირეწლოვანიც ამოიყვანეს. ორსართულიან საცხოვრებელ სახლში აფეთქება გვიან ღამით მოხდა, მიზეზი ამ დროისთვის ჯერ უცნობია.
ადგილზე სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე მიმდინარეობს. თვითმხილველების განცხადებით, აფეთქების შედეგად, საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა. აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ მეზობელ მრავალსართულიან სახლებში მინები ჩაამსხვრია.