არასამთავრობო ორგანიზაცია „ბათომი“ სასამართლოში გაასაჩივრებს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს გადაწყვეტილებას, რაც ბათუმის ბულვარში „ამბასადორი ბათუმის“ მიერ 16-სართულიანი სასტუმროსა და გამაჯანსაღებელი ცენტრის მშენებლობაზე თანხმობას გულისხმობს.
მანამდე კი საბჭოს ამ გადაწყვეტილებას, ხვალ 13 საათზე ბათუმის ბულვარში სამოქალაქო აქტივისტები და მოქალაქეები გააპროტესტებენ.
დღეს კი გამაფრთხილებელი აქცია გაიმართა - არ მოაწეროს საბოლოო გადაწყვეტილებას ხელი საბჭოს თავმჯდომარემ. საბჭოს 7 წევრიდან 4 ძველ ბულვარში, 16 სართულიანი ცენტრის აშენებას ემხრობა.
ამბასადორის მშენებელი კომპანია ამბობს, რომ საშვილიშვილო საქმეს აკეთებს.