ქობულეთში  ექიმსა და მის მომლოდინე პაციენტს მაშველების დახმარება დასჭირდა

22 იანვარი 2021, 11:17 8956 ნახვა

საგანგებო სიტუაციის მართვის სააგენტოს ინფორმაციით, "112"-ში შემოვიდა შეტყობინება, რომლის თანახმად, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა აჭყვის მიმართულებით მოძრავმა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მანქანამ, დიდთოვლობის გამო, გზის გაგრძელება ვეღარ მოახერხა და სოფლის გზაზე გაჩერდა.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა, სოფელში პაციენტის დასახმარებლად დროულად მისასვლელად, სამაშველო ჯგუფის დახმარება ითხოვა.

უწყების ინფორმაციით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები ადგილზე უმოკლეს დროში გამოცხადდნენ. არსებული სიტუაციის შეფასების შემდეგ, სოფლამდე დარჩენილი მანძილის ქვეითად დაფარვა გადაწყდა. მაშველებმა, ექიმთან ერთად, დაახლოებით ორი კილომეტრი  ფეხით გაიარეს და პაციენტთან დროულად მისვლა მოახერხეს. მეხანძრე-მაშველებმა იგივე მანძილი კვლავ ქვეითად იარეს და სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანამდე 70 წლის მოქალაქე საკაცის საშუალებით მიიყვანეს.

პაციენტი, რომელიც კონტაქტურ მდგომარეობაში იმყოფებოდა, გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი