ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 52 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 92 პაციენტი. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რეგიონში covid-19 34 079 მოქალაქემ დაამარცხა.
ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ერთი პაციენტი გარდაიცვალა.
გუშინ კლინიკა დატოვა 17-მა ადამიანმა. ამ ეტაპზე მართვით სუნთქვაზე იმყოფება 3 პაციენტი.
კლინიკაში მკურნალობს 250 პირი, კოვიდ სასტუმროში - 175, ხოლო ონლაინ კლინიკაში 479 მოქალაქე.