აშშ-ის ეროვნული დაზვერვის სააგენტოს პირველი ქალი ხელძღვანელი

21 იანვარი 2021, 17:02 1491 ნახვა

აშშ-ის სენატმა ეროვნული დაზვერვის სააგენტოს დირექტორად ევრილ ჰეინსი დაამტკიცა.  ჰეინსი, რომლის კანდიდატურაც ჯო ბაიდენმა წარადგინა, ამ თანამდებობაზე პირველი ქალი გახდა.

მის დანიშვნას მხარი 84-მა სენატორმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი 10 აღმოჩნდა. 2013-2015 წლებში ჰეინსი აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის მოადგილე , შემდეგ კი 2 წლის განმავლობაში ეროვნული უშიშროების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლის მოადგილე იყო.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში