საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი ბრიუსელში ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრით დაიწყო. ამის გარდა დაგეგმილია შეხვედრები ევროკომისიასა და ევროპარლამენტში. ხვალ კი სალომე ზურაბიშვილი შეხვდება ნატო-ს გენერალურ მდივანს, რის შემდეგაც მედიისათვის ონლაინ ფორმატში ერთობლივი განცხადებები გაკეთდება. პრეზიდენტი შეხვდება ბელგიის მეფესაც.