"გირჩი" ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმების მისეულ პროექტს აქვეყნებს. დოკუმენტი პარტიის ვებ-გვერდზე გავრცელდა. პროექტი სამ შეთავაზებას მოიცავს და წარმოდგენილია ოპოზიციისა და ხელისუფლების პოზიციები. მათ შორის პოლიტპატიმრების გათავისუფლება, საარჩევნო ადმინისტრაციის ცვლილება და ახალი არჩევნები. პროექტში მთავარ კითხვად გამოყოფილია თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებული საკითხი, რომელიც შემდეგი სახით არის ფორმულირებული: რა არის თვითმმართველობის არჩევნების სამართლიანად ჩატარების შემთხვევაში, ის კონკრეტული შედეგი, რის გამოც 2022 წელს უნდა დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები.