გელათის ტაძრის დაზიანებული ნაწილის დროებითი აღდგენა დაიწყო

20 იანვარი 2021, 18:08 1421 ნახვა

გელათის ტაძარზე დაზიანებულ ნაწილის სარეაბილიტაციო სამუშაოებს დაიწყო. 

ამ ეტაპზე სამუშაოებს მთასველელები ატარებენ.  სამოქალაქო აქტივისტები და მოქალაქეთა ნაწილი, რომლებიც ადგილზე მონიტორინგს ახორციელებენ, ამბობენ, გადახურვის სამუშაოების დროს დაშვებული შეცდომის გამო ძლიერმა ქარმა ტაძრის დასავლეთ ნაწილზე  დროებითი გადახურვის ფრაგმენტი დააზიანა, რის გამოც ტაძარში წყალი ჩავიდა.

სამოქალაქო აქტივისტები აცახდებენ, რომ  8 წლის განმავლობაში ტაძრის რეკონსტრუქცია ვერ დასრულდა და საუკუნოვანი ფრესკები ზიანდება.

კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ სამუშაოთა შემსრულებელ 2 კომპანიას  12-12 ათასი ლარის ჯარიმა დააკისრა. სამუშაოების გასაგრძელებლად ხელშეკრულება ახალ კომპანიასთან გაფორმდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი