200 ლარიანი დახმარების მისაღებად მონაცემების წარდგენის ვადა დღეს იწურება

20 იანვარი 2021, 11:50 2190 ნახვა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 200 ლარიანი დახმარების მისაღებად, დაქირავებულთა შესახებ პირველი თვის მონაცემების წარდგენის ვადა 20 იანვარს იწურება.

უწყების ცნობით, კომპანიებს განაცხადების წარდგენა დისტანციურად, სერვისცენტრებში მიუსვლელად შეუძლიათ. ყოველი მომდევნო თვის 20 რიცხვის ჩათვლით, 6 თვის განმავლობაში.

დღეის მონაცემებით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზაში 200 ლარიანი კომპენსაციის მისაღებად 115 000 განაცხადია დარეგისტრირებული.

'' განახლებული პროგრამული უზრუნველყოფა rs.ge kompensacia მომხმარებელს აძლევს შესაძლებლობას, თავად გადაამოწმოს კომპენსაციის მიმღებთა რეესტრი. დაინტერესებული პირი საძიებო სისტემაში პირადი ნომრის, დაბადების თარიღისა და ორგანიზაციის საიდენტიფიკაციო კოდის შეყვანის შემდეგ მარტივად გადაამოწმებს,  წარმოადგინა თუ არა მონაცემები დამსაქმებელმა.

დამქირავებლის მხრიდან არასწორი ინფორმაციის წარმოდგენის შემთხვევაში, სახელმწიფოსთვის მიყენებულ ზიანზე პასუხისმგებლობა ეკისრება განმცხადებელს'' - აღნიშნულია ინფორმაციაში. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში