თეთრ სახლში დონალდ ტრამპის ბოლო სამუშაო დღეებია. მმართველობის დასრულებამდე იგი 100-მდე პატიმრის შეწყალებას აპირებს. მათ შორის - მაღალი სოციალურ-ეკონომიკური კლასის დამნაშავეებსა და რეპერებს.
პრეზიდენტისთვის იმპიჩმენტის მეორედ გამოცხადების შემდეგ, დონალდ ტრამპი საკუთარი თავის შეწყალების საკითხსაც განიხილავდა, თუმცა თეთრი სახლის მრჩევლებზე დაყრდნობით ვრცელდება ინფორმაცია, რომ იგი ამ გადაწყვეტილებას არ მიიღებს.დონალდ ტრამპი თეთრ სახლს ოფიციალურად 20 იანვარს დატოვებს, შეწყალების განკარგულება კი არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის დაწყებამდე უნდა გაიცეს.