იტალიაში მოხუცთა თავშესაფარში 5 ადამიანი გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზად გაზის გაჟონვა სახელდება. მხუთავი აირით მოიწამლა 7 ადამიანი, მათ შორის 2 მედპერსონალია.
იტალიის სახანძრო სამსახურის განცხადებით, დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. შემთხვევა რომთან ახლოს, ქალაქ ლანუვიოში მოხდა.