თურქეთის სანაპიროსთან შავ ზღვაში რუსული გემი ჩაიძირა

17 იანვარი 2021, 18:10 2118 ნახვა

შავ ზღვაში, თურქეთის  სანაპიროსთან ჩაძირული გემის ეკიპაჟის სულ მცირე, ორი წევრი გარდაიცვალა. ამის შესახებ თურქეთის პროვინცია ბართინის გუბერნატორი აცხადებს. ჩაძირული გემის ბორტზე 15 ადამიანი იმყოფებოდა მათმა ნაწილმა სამაშველო ნავში გადასხდომა მოასწრო.

ამჟამად სამაშველო ოპერაციები მიმდინარეობს, რომელსაც მეტეოროლოგიური პირობები ართულებს. მაშველები 5 მეზღვაურს ეძებენ. გემის ჩაძირვის მიზეზი ამ დრომდე უცნობია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი