ბულვარში სავაჭრო ჯიხური გაქურდეს

17 იანვარი 2021, 18:25 1517 ნახვა

ბათუმის ბულვარში ჯიხური გაქურდეს, წაღებულია თანხა და სიგარეტი. თვითმხილველების თქმით, დაახლოებით ერთი საათის წინ შენიშნეს ჯიხურის ჩამსხვრეული ფანჯრიდან გადმოსული პირი, რომელიც ადგილიდან გაიქცა, რის შემდეგაც საპატრულო ეკიპაჟი გამოიძახეს.

ადგილზე სამართალ დამცავები და ექსპერტ კრიმინალისტები უკვე იმყოფებოდნენ და საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს. შსს-ს ინფორმაციით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177 ე მუხლით დაიწყო , რაც ქურდობას გულისხმობს.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი