რუსეთი ოთხ ქვეყანასთან საჰაერო მიმოსვლას ანახლებს

17 იანვარი 2021, 12:07 1469 ნახვა

რუსეთი ფინეთის, ვიეტნამის, ინდოეთისა და კატარის დედაქალაქებთან ფრენებს ანახლებს, - მედიის ინფორმაციით, შესაბამისი გადაწყვეტილება რუსეთის კორონავირუსთა ბრძოლის ოპერატიული შტაბის სხდომაზე მიიღეს. მათივე ინფორმაციით, პანდემიის დაწყების პირველ კვირებში შეწყვეტილი ავიამიმოსვლა აღნიშნულ 4 ქვეყანასთან 27 იანვრიდან აღდგება.

რუსეთის ხელისუფლებაში განმარტავენ, რომ ფინეთის, ვიეტნამის, ინდოეთისა და კატარის ეპიდსიტუაცია ფრენების აღდგენისთვის საჭირო კრიტერიუმებს აკმაყოფილებს. კერძოდ, ამ ქვეყნებში, ყოველ 2 კვირაში, ყოველ 100 000 მოსახლეზე ინფიცირების 40-ზე ნაკლები შემთხვევა ფიქსირდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი