აჭარაში სწავლა ისევ დისტანციურად გაგრძელდება

17 იანვარი 2021, 12:17 585 ნახვა

ხვალიდან სკოლებში სასწავლო პროცესი იწყება. სწავლა აჭარის ყველა სკოლაში ისევ დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება. ბათუმის გარდა ონლაინ ისწავლიან თბილისის, ქუთაისის, რუსთავის, თელავის, ზუგდიდის, ზესტაფონის, გორის, ფოთის, მარნეულისა და გარდაბნის საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეები. მიზეზი კოვიდპანდემიაა.

სკოლების უმრავლესობაში გაკვეთილები  გასული წლის მარტიდან ონლაინ ტარდება. როდის გაიხსნება სკოლები ეპიდემიოლოგები ზუსტ თარიღზე ვერ საუბრობენ. მათი თქმით, საგანმანათლებლო დაწესებულებების უსაფრთხო გახსნისთვის ინფიცირების მაჩვენებელი დააახლოებით 3%-მდე უნდა შემცირდეს. ხვალ სწავლა უნივერსიტეტებშიც დისტანციურად დაიწყება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში