ქართული ოცნების ყრილობის პარალელურად სამოქალაქო აქტივისტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებასა და შეხლა შემოხლას 9 ადამიანის დაკავება მოჰყვა.
სამოქალაქო აქტივისტები პროტესტს „ქართული ოცნების“ მიმართ გამოთქვამენ, ისინი მმართველი გუნდის ლეგიტიმაციას არ ცნობენ , ვინაიდან ამბობენ, რომ საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა.
აქტივისტებს აქციაზე მიტანილი ჰქონდათ სხვადასხვა შინაარსის ბანერი, რომლის გაშლას და ქუჩის გადაკეტვას ცდილობდნენ, თუმცა სამართალდამცავებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს.