დაკავება დიდი ოდენობით ნარკოტიკის შეძენა - შენახვის ფაქტზე

26 ოქტომბერი 2016, 00:00 3375 ნახვა

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით სარფის სასაზღვრო გამტარი პუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცავებმა 1979 წელს დაბადებული, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს. შსს-ს ცნობით, სამართალდამცავებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 223 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკი ამოიღეს. ასევე, ამოღებულია ბუპრენორფინის შემცველი ნარკოტიკული საშუალების 27 აბი. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი