მაშინ, როდესაც პანდემიის გამო ბევრი ადამიანი სამსახურის გარეშე დარჩა, ეს ნაკლებად იგრძვნეს სოფლად მცხოვრებმა თვითდასაქმებულებმა, რადგან ნივთებს ისევ ისე ამზადებენ, როგორც ადრე, თუმცა ნაკლები შემოსავალი უბრალოდ პროდუქტზე შემცირებულმა მოთხოვნამ გამოიწვია. ჩვენი რეპორტაჟის გმირი, მაღალამთიან აჭარაში მცხოვრები თენგიზ ზანდარაძეა, რომელიც გოდრებს, კალათებსა და სხვა ნივთებს ამზადებს. გოდრის ან გიდელის ქსოვის დაწყებამდე, მასალა მუშავდება, თხილის ხის ნაჭერი, სასურველი ზომების ბწკარებად მუშავდება.