საქართველო კოვიდ 19 საწინააღმდეგო ვაქცინას სავარაუდოდ თებერვალში მიიღებს. ამის თაობაზე ჯანდაცვის სამინისტროში დღეს იმსჯელეს, ასევე შეიმუშავეს დოკუმენტი სადაც განხილულია თუ როგორ უნდა მოხდეს ვაქცინის შემოტანისთვის ტექნიკური ინვენტარიზაცია და პერსონალის მზაობა. ამირან გამყრელიძემ დღეს თქვა, რომ კოვიდ-19-ზე მოსახლეობის 60%-ის ვაქცინაცია იგეგმება.