უკრაინაში საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა

26 ოქტომბერი 2016, 00:00 2945 ნახვა

უკრაინის ქალაქ მელიტოპოლში მომხდარი ორმხრივი სროლის დროს, საქართველოსა და სომხეთის მოქალაქეები დაიღუპნენ. უკრაინული მედიის ინფორმაციით  გარდაცვლილები საქართველოს მოქალაქე ზურაბ ონანიძე და სომხეთის მოქალაქე სტაგის ბადესარიანი არიან. სამართალდამცველების ინფორმაციით, კონფლიქტი არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფ პირებს შორის მოხდა. დაშავებულია რამდენიმე ადამიანი. ზაპაროჟიეს მხარის პროკურორის ვალერი რომანოვის განცხადებით, ეს ხულიგნური გარჩევა იყო. სროლა ღამის სამ საათზე დაიწყო, რომელშიც 6 ადამიანი მონაწილეობდა. ყველა მათგანი იდენტიფიცირებულია. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი