ვითარება ბუკნარში-შეხვედრა ქრისტიან და მუსლიმ მოსახლეობას შორის

15 იანვარი 2021, 14:51 1948 ნახვა

ხმაური და დაპირისპირება იყო ბუკნარში. სანამ პარასკევის ტრადიციული ლოცვა დაიწყებოდა, ეკლესიასთან შეკრებილ მოსახლეობასთან, სადაც “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატიც იმყოფებოდა “ნაციონალური მოძრაობის” წევრი მივიდა, რომელმაც ხელისუფლების წარმომადგენელი რელიგიური შუღლის დაწყებაში დაადანაშაულა. თავისმხრივ პროვოკაციაში დასდეს ბრალი ოპოზიციის წარმომადგენელს. სიტუაცია პოლიციის ჩარევის შემდეგ განიმუხტა. ლოცვა უკვე ჩატარდა, რაც შეეხება მოლაპარაკებას ამ წუთებში უნდა დაიწყოს დაპირისპირებული მხარეებისა და ხელისუფლების წარმომადგენლების ჩართულობით. ბუკნარის მოსახლეობის ორივე მხარემ დღეს ჩვენთან ინტერვიუში, კიდევ ერთხელ გამოთქვა მზაობა კონფლიქტის მოგვარებისთვის.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში