აკრძალული საქმიანობის გამო, თბილისში ერთ-ერთ ღამის კლუბს შრომის ინსპექციამ მუშაობა შეუჩერა. უწყების ინფორმაციით, ახმეტელის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ღამის კლუბში ფიზიკური პირი აკრძალულ ეკონომიკურ საქმიანობას ეწეოდა. ვინაიდან მსგავსი ტიპის ღონისძიება მიჩნეულია მაღალი რისკის შემცველ აქტივობად, ორგანიზატორი 2000 ლარით დაჯარიმდა, ობიექტს კი საქმიანობა შეუჩერდა.