როგორ ვხვდებით ახალ წელს - უკვე მეორედ

13 იანვარი 2021, 20:02 1295 ნახვა

წლის ყველაზე მხიარული დღესასწაული ორი კვირის შემდეგ ისევ დგება. დღეს, ღამით საქართველოსა და კიდევ რამდენიმე ქვეყანაში ძველი სტილით ახალი წლის შემოსვლას იზეიმებენ.

იმის მიუხედავად, რომ ძველით ახალი წელი უფრო საოჯახო, დღესასწაულია და ნაკლები პომპეზურობით აღინიშნება, 13 იანვრის ღამეს ისევ იშლება სადღესასწაულო სუფრა, 12 საათზე ისევ ისვრიან შუშხუნებს.

ძველით ახალი წლის აღნიშვნის ტრადიციის წარმოშობა ორი კალენდარული სისტემის არსებობამ გამოიწვია. 14 იანვრის დადგომას განსაკუთრებულად ხვდებიან გურიაში, სადაც ძველით ახალ წელს „კალანდას“ ეძახიან. დღესასწაულის მთავარი ატრიბუტი ჩიჩილაკი, სუფრის მშვენება სხვა კერძებთან ერთად ღვეზელი, მთავარი სტუმარი კი მეკვლეა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი