რელიგიის საკითხთა სახელმწიფო საბჭოს ხელმძღვანელის შეფასება

13 იანვარი 2021, 18:03 992 ნახვა

ორად გაყოფილი მოსახლეობა. გურიის სოფელ ბუკნარში მცხოვრები მუსლიმი  მრევლი ამბობს, რომ მათ ლოცვის უფლება ეზღუდებათ, რაშიც ხელს, მათი მტკიცებით, სოფლის ქრისტიანი მოსახლეობა უშლის. ადგილობრივები ხელისუფლებას კონფლიქტის მოგვარებას და სოფელში ჩასვლას სთხოვენ.

დღეს დაპირისპირებულ მხარეებსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა ჩაინიშნა, რომელიც არ შედგა.

სოფელში აქცია ამ წუთებშიც გრძელდება, რასაც წინ მეზობლებს შორის რელიგიურ ნიადაგზე კონფლიქტი უძღოდა, დაკავებულია ერთი ახალგაზრდა.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო საბჭოს ხელმძღვანელი დარწმუნებულია, რომ არსებული პრობლემები დროულად იქნება მოგვარებული. როგორც ზაზა ვაშაყმაძემ აღნიშნა, ადგილზე მათი წარმომადგენლები ამ წუთებშიც იმყოფებიან და ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად პრობლემის აღმოფხვრის საკითხზე მსჯელობენ.

ამბობს, რომ პროცესში გარე ძალებიც ჩართულია, თუმცა ვის გულისხმობს არ დაუკონკრეტებია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი