აქცია ხალაში - ფერმერები ციტრუსის რეალიზაციის პრობლემაზე საუბრობენ

12 იანვარი 2021, 18:14 1239 ნახვა

ქობულეთში, ხალა-გორგაძეების თემში მცხოვრებმა მოსახლეობამ რამდენიმე წუთით საავტომობილო გზა გადაკეტა. მოქალაქეები ამბობენ რომ, ციტრუსის რეალიზაციას ვერ ახერხებენ. თუ დროულად ვერ ჩააბარებენ ციტრუსი დალპება და გადაყრა მოუწევთ. ადგილობრივები ასევე სოფლების გაზიფიცირებასაც ითხოვენ.

აქციაზე ''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' წევრებიც იმყოფებიან. ჩაქვის ცენტრში მდებარე მანდარინის ჩამბარებელი საწარმოს ხელმძღვანელი აცხადებს, რომ აღნიშნულ სოფლებში ციტრუსს უმეტეს შემთხვევაში ლაქები აქვს, რის გამოც ვერ იბარებენ. კარგი ხარისხის ციტრუსს კი იღებენ და ექსპორტზე აგზავნიან.

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით, უკვე მიღებული და გადამუშავებულია 8, 580 ტონა არასტანდარტული მანდარინი და ექსპორტირებულია 34 ათას 234 ტონა ციტრუსი. 1 თებერვლამდე მოქმედებს ციტრუსის რეალიზაციის საკოორდინაციო შტაბი.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი