ქართველმა ძიუდოისტებმა პირველ დღეს დოჰას მასტერსზე ერთი მედალი მოიპოვეს

11 იანვარი 2021, 21:49 1296 ნახვა

საქართველოს ძიუდოს ნაკრებმა დოჰას მასტერსის პირველ დღეს ერთი ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლო. 66 კგ. წონით კატეგორიაში მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ვაჟა მარგველაშვილმა მოდოველ დენის ვიერუსს დამატებით დროში ვაზარით აჯობა. 

მარგველაშვილის გარდა ყატარში პირველ დღეს კიდევ 5 ქართველი გამოვიდა. 60 კგ. წონით კატეგორიაში ლუხუმ ჩხვიმიანი პირველივე ეტაპიდან გამოეთიშა ასპარეზობას. ამავე წონაში თემურ ნოზაძე კი მეორე ეტაპიდან დაემშვიდობა ტურნირს. 66 კგ-ში ბაგრატ ნინიაშვილმა მეორე რაუნდში წააგო და ისიც ნაადრევად გამოეთიშა მასტერსს.

ქალთა კატეგორიაში კი ტატიანა ლევიცკა-შუკვანი და ეთერ ლიპარტელიენი პირველივე რაუნდში დამარცხდნენ. 12 იანვარს ძალებს კიდევ 3 ქართველი ძიუდოისტი მოსინჯავს.

73 კილოგრამში ლაშა შავდათუაშვილი იასპარეზებს ხოლო 81-ში კი ტატო გრიგალაშვილი და ლუკა მაისურაძე გამოვლენ. წინასწარი შეხვედრები 12:00 საათზე დაიწყება, ხოლო ფინალური ბლოკი 18:00 საათზე.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში