ლიეტუვამ სახელწოდება "გრუზია" ოფიციალურად "საქართველოთი'' შეცვალა

11 იანვარი 2021, 20:29 581 ნახვა

ლიეტუვამ საქართველოს ოფიციალურ სახელწოდებად Sakartvelo-ს გამოყენება საბოლოოდ დაამტკიცა. დღეიდან ყველა ოფიციალურ დოკუმენტში "Gruzija"-ს ამ სახელწოდებით ჩაანაცვლებენ. ინფორმაციას ამის შესახებ ლიეტუვური ენის სახელმწიფო კომისია ავრცელებს.

''სახელმწიფოთა ოფიციალური სახელწოდებების სექციაში, წაიშალა სახელწოდება "Gruzija" და ამჟამად ოფიციალური სახელწოდება "Sakartvelas"-ი არის. გარდამავალი პერიოდი დაგვჭირდა იმის გასარკვევად, იღებდა თუ არა საზოგადოება ამ სახელწოდებას. მე ვვარაუდობდი, რომ ამას 20 წელი დასჭირდებოდა, თუმცა მხოლოდ 2 წელი დასჭირდა, რაც მოულოდნელი იყო", - აცხადებს ლიეტუვური ენის სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარე, აუდრის ანტანაიტისი.

საქართველოსა და მისი მოქალაქეებისთვის, ლიეტუვის ენის სახელმწიფო კომისიამ 2018 წელს დაადგინა ალტერნატიული სახელი – საქართველო.  „გრუზია“ 2021 წლამდე ოფიციალურ სახელწოდებად რჩებოდა. თუმცა ოფიციალურ დოკუმენტებში დაშვებული იყო ალტერნატიული ვარიანტები.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში